როგორ აღნიშნეს ქართველი ემიგრანტის დაბადების დღე იტალიურ კარანტინში და რატომ გადაურჩნენ კარაბინიერების ჯარიმას? 

თეონა ჭანტურია ქართველი ემიგრანტია, რომელიც “ქართულ კვირას” იტალიიდან წერილს უგზავნის და საკუთარ იუბილეზე მომხდარი, სახალისო ფაქტის შესახებ უყვება. თუ როგორ ვერ აშინებთ თავისუფლების მოყვარულ ქართველებს შიში და როგორ ვერ უშლით ხელს კარანტინი, გაახარონ ერთმანეთი ისედაც მძიმე ემიგრაციის კიდევ უფრო რთულ საკარანტინო პირობებში. 

“შიში ვერ იხსნის სიკვდილსა…

თავისუფლების მოყვარულ ქართველებს არასდროს არაფერი არ აშინებთო, ნათქვამია, თუმცა შევშინდით კი არა, ცივი ოფლის მნიშვნელობას მივხვდით.  მე და ჩემი მეგობარი, თეა კაშია გავეხვიეთ შარში…

მე ხომ არასდროს არაფერი მაკავებდა, არც შევსებული და არც შეუვსებელი სერტიფიკატის ქონა და ეს ჩემი დაქალიც რომ არ ჩამორჩა კვალში? ეტყობა, იფიქრა, დაბადების დღეზე როგორ გავიმეტო მარტო დასატოვებლადო და წამობრძანდა. დამახსოვრებაში ნული ვარ ხოლმე და რა თქმა უნდა, არც ახლა მახსოვს დასახელება იმ კუთხისა, სადაც მუშაობს… არაუშავს მნიშვნელოვანი ისაა, რაც მერე ხდება. ვრეკავ ყოველ ნახევარ საათში, სად ხარ, გაგვიანდება ხო მშვიდობაა-მეთქი. მეც სტაციონის წინ ვზივარ ქვის სკამზე და ამ ლოდინში ვათვალიერებ ჩემს ქართველებს, რომლებიც ბანკის წინ დგანან რიგში, ფული რომ გადაუგზავნონ ოჯახებს.  დისტანცია ერთი მეტრია, ზოგი ვერ ითმენს და დაქალს მიუახლოვდება ხოლმე ჭორაობის დასაწყებად, ყველა ნიღაბსა და ხელთათმანებში ვიხრჩობით.

“დაშორდით მოდიან ეს გველები”- ამბობს ერთი და ყველა თავის პოსტს უბრუნდება. მართლაც ორი კარაბინიელი უახლოვდება ბანკის შესასვლელს და აფრთხილებენ ყველას, დისტანცია არ დაარღვიონ. ცოტა ხანს არ არღვევენ ჩემი ქართველები დისტანციას, თუმცა მალე ისევ მიუახლოვდებიან ერთმანეთს, ამ ამბავში ვარ, ვუყურებ ამდენ კარაბინიელს იქვე სამ მეტროში უსაბუთო და არც შიში მაქვს არაფრის, მირეკავს ჩემი მეგობარი – სადაც ქართულ ხაჭაპურს ვჭამთ, იქ მოდიო. ვბუზღუნებ, ყველაფერი დაკეტილია და იქ და გვინდა-მეთქი.

გავუყევი გზას და როგორც კი მიუახლოვდი, მესმის ჩემი გოგოს სიცილი და დამტვრეული იტალიურით საუბარი ,”პერფავორე აიუტარე “და უკვე ტუჩებს ვერ ვიმორჩილებ, სულელივით ვიცინი, როცა ის ტორტით და სანთლებით მოემართება ჩემკენ. სიმღერა უნდა იტალიურად იმღეროს, არ ახსენდება, იცინის, მე ვერ ვუყრი სიხარულით თავს სიტყვებს და გამოგვყურებს ბონ კომპლიანოო, ინდოელი მიმტანი დახლიდან, რომლისთვისაც ტელეფონი მიუჩეჩებია ამ გადარეულ გოგოს, ვიდეო რომ გადაეღო, გოგო, გაგიჟდი ეს რამ მოგაფიქრებინა-მეთქი.

საიდან გააჩინა ან ფირფიტები ან კრემი ან სანთლები, უცნაურია. ან ამ დაკეტილ კაფეში ვინ შემოუშვა და როგორ დაითანხმა ეს ბიჭები ასეთი ღირსშესანიშნავი რიტუალის ჩასატარებლად…ანუ ეს გოგო არც მიწისაა არც ცისა, ვაღიარებ. დღე გამოგვივიდა ფანტასტიკური, ახლობელთან დავჭერით ტორტი და იქ მივირთვით, თუმცა ამ ჩანახატის ფინალი უფრო საინტერესოა, მერწმუნეთ! ახლა გასარკვევი იყო, რითი უნდა დაბრუნებულიყო უკან ჩემი მეგობარი და სადგურისკენ გავემართეთ ორივე ასე ლაღად და თამამად, რას ვხედავთ ?ორი კარაბინიელი ზის მიმღებში და პასპორტებს და სერთიფიკატს გვთხოვენ, მე ბილეთი მინდა, ძლივს აგებინებს ჩემი მეგობარი კარაბინიელს და სრულიად ვგრძნობთ გულის ფეთქვას ორივე ერთმანეთისას, თქვენ მიდიხართ ?მიყურებს მე და პასუხს ელოდება კარაბინიელი , მე არა და უკან ვიხევი ,ან რატო დავიხიე მაინც არ ვიცი,მტოვებდიო მეხუმრა მეგობარი და გავბრაზდი.  არადა, მგონი ინსტიქტურად რაღაც სულელური ჟესტი გამომივიდა ,მომეცით პასპორტი,  თორემ მე მოვალო თქვენთან, გავშეშდი, დიახ ახლავე –  ვპასუხობ მე და ვაწოდებ. სად ცხოვრობთ?

მი ჯორჯიანი,აქ ვმუშაობთ – ვპასუხობ მე, გადახედა პასპორტებს და გვიხსნის, თქვენს პასპორტს ვადა გასული აქვთ, თქვენ ახლა საქართველოში უნდა იყოთო. გვეკითხება სად ვმუშაობთ – ჩემი მეგობარი მის სამუშაო ადგილს უსახელებს ,მეც-მეთქი-  თავს ვუქნევ და ვფიქრობ, ვის დავურეკო, საშველად. თქვენ გეკუთვნით ჯარიმა!

ვაიმე, თია ეს რა დაგვემართა ვეუბნები ჩემს მეგობარს და სახეზე თეთრი ფერი მედება. წარმოვიდგინე, სადმე გამოკეტილი კამერაში ჩვენი თავი, რადგან უპატრონოები და უფულოები ვიყავით. შენ როგორ შემოგიყვანე ,რაინდივით თავი გამოიდო ჩემმა მეგობარმა, აქ რა გინდათ გვეკითხება ისევ კარაბინიელი, ხელფასი ავიღეთ და ბანკით გაუგზავნეთ შვილებს, ვუხსნი გაჯახირებალად და გვერდიდან თიას სამადლობელი მზერას ვხედავ, რომ თავი მოვუყარე სათქმელს, არ ვიცი, შევეცოდეთ, თუ ახალი კანონის გამოისობით არაფერი გვემუქრებოდა.  კარაბინიელმა მოგვაწოდა ამ ორ ბატს პასპორტები და წადითო, გვითხრა,როგორ გამოვედით იქედან არ გვახსოვდა,ფრთები ვიგრძენით.

დღეს ვიცინით ჩვენს ამ შიშზე და საცოდაობაზე, თუმცა გუშინ ალალად წავხდით…..რას ვიზამთ მეგობრებო,შიში ოხერია, მაგრამ ვერ იხსნის სიკვდილსაო – ნათქვამია, თუმცა არც კვირას მეშინია გასვლა – ისევ შეუვსებელი სერთიფიკატი მიდევს ჩანთაში…”

 

თეონა ჭანტურია 2020 წელი 15 მაისი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები