ზურა აფხაზი – ჩვენ, ადამიანები

დღეს მხატვარ ზურა აფხაზის (აფხაზიშვილი) ნამუშევრების გამოფენა იხსნება.

„ვისაც მოგბეზრდათ ელექტრონული გამოსახულებების თვალიერება და თანაც გარეთ გასეირნებაც უკვე შეიძლება, გეპატიჟებით ზურა აფხაზის სილუეტების სერიის სანახავად. ეს სერია თითქმის ოცი წლის წინ შეიქმნა და ჯერ გამოფენილი არ ყოფილა.“ –  ნათქვამია გამოფენის ანონსში.

სილუეტებში ყველას ამოიცნობთ, – ზოგი მათგანი პოპ-კულტურის ცნობილი სახეა, ზოგი კი რიგითი გამვლელი ჩვენი ყოველდღიურობიდან.

ნამუშევრები გამოფენილია დედიკას გალერეა(Dédicace Gallery)  ინვაირომენთალის ტერიტორიაზე, წავკისის ველის დასახლებაში, მათ დაინახავთ რეზიდენციის და იქვე არსებული მოძრავი გალერეის – შუშის კუბის ვიტრინებში, ეს არ არის გამოფენა ინტერიერში და ნამუშევრების დათვალიერებას შეძლებთ როგორც მანქანებიდან, ისე ფეხით სეირნობისას.

გამოფენა გაიხსნება 15 მაისს და გაგრძელდება 21 მაისამდე.

გალერეა მკაცრად იცავს და ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კარანტინის პირობებისთვის გაცემულ რეკომენდაციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.