ფილმ “გვირაბის” ბერძნული პრემიერა სალონიკის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ონლაინ შედგება

ვანო არსენიშვილისა და ნინო ორჯონიკიძის დოკუმენტური ფილმ “გვირაბი”-ს ბერძნული პრემიერა ონლაინ შედგება. სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წელს ღონისძიება განსხვავებული ფორმატით გაიმართება და ჟიური და მაყურებელი ფილმებს დისტანციურად ნახავს.

“გვირაბის” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი საქართველო-გერმანიის პროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ამსტერდამში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 19 – 28 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.