ახალი ამბები სლაიდერი ტურიზმი

საქართველო მოგზაურობისთვის უსაფრთხო 8 ქვეყანას შორისაა

ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ ახლა დაასახელა ქვეყნები, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. სულ 8 ქვეყანაა! ამ რვა ქვეყანაში ერთ – ერთი საქართველოა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია ავრცელებს.

„ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ ახლა დაასახელა ქვეყნები, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. სულ 8 ქვეყანაა!

საქართველოს ამ სიაში ყოფნა, უდავოდ, ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ყველაზე მთავარი – ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა! ასე გავაგრძელოთ ერთობით და ერთსულოვნებით და სხვა ბევრ კარგ შედეგს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის!“ – წერს ლაშა ჟვანია.

სხვა სიახლეები

ქართული ღვინო იაპონიაში – ქალაქმა კაგოშიმამ დეგუსტაციას უმასპინძლა

Editor

ლევან გელბახიანი “ბერლინალეზე” “ევროპის ამომავალი ვარსკვლავის” სტატუსით წარსდგება

Editor

ფონდი ნატვრის ხის საქველმოქმედო აქცია “აჩუქე სიკეთის ბარათი”

Editor

თურქეთში ‘’შუშანიკის წამება“ თურქულ ენაზე გამოიცა

Editor

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნება

Editor

ქეთევან ქარდავას ფოტო ათწლეულის 100 საუკეთესო კადრს შორის მოხვდა

Editor