სტრასბურგის კინოთეატრში დაგეგმილი “ქართული ფილმების კვირეული” ონლაინსივრცეში გაიმართება
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა, დასახული პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების პარალელურად, ასევე მოიცავს თავმჯდომარეობის კულტურულ პროგრამას. აღნიშნულის ფარგლებში, 2020 წლის მარტის დასაწყისში, სტრასბურგის კინოთეატრ Odyssée-ში ფართო აუდიტორიას ჰქონდა შესაძლებლობა დასწრებოდა 6 ქართული ფილმის ჩვენებას.
Covid-19 პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავმჯდომარეობის ღონისძიებათა სრულმა კალენდარმა განიცადა შესაბამისი ცვლილებები. აღნიშნული ასევე შეეხო დაგეგმილ კინოჩვენებებს. ქართული კინოხელოვნების მიმართ გამოჩენილი ინტერესის გათვალისწინებით, ფართო აუდიტორიას ეძლევა შესაძლებლობა 9-15 მაისის პერიოდში, იხილოს დარჩენილი კინოფილმები, რომელიც განთავსდა საქართველოს თავმჯდომარეობის ვებ-გვერდზე.