ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის უნიკალური ექსპონატი – აფხაზური დაფარნა
მეტროპოლიტენ მუზეუმში დაცულია ქართული ნაქარგობის ბრწყინვალე ნიმუში – XV საუკუნის დაფარნა. დაფარნა არის საეკლესიო დანიშნულების ნივთი, რომელიც იხმარება ბარძიმისა და ფეშხუმის საფარებლად. მეტროპოლიტენის მუზეუმში დაცული ნიმუში უნიკალურია, რადგან აქ ცენტრში ბარძიმში ჩასმულ ჩვილ მაცხოვრის გამოსახულებას ორივე მხარეს მიუყვება არაბული წარწერა „იესო მესიაა“.
დაფარნა აფხაზეთიდანაა, მეტროპოლიტენ მუზეუმისათვის ის 1917 წელს ჯონ მორგანს შეუწირავს. დაფარნას ფრთების შიდა მხარეზე ასომთავრული ანბანით ამოქარგულია ტექსტი 93-ე ფსალმუნიდან, ხოლო კუთხეებში იმავე ანბანით შესრულებულია შემომწირველის ვედრება: „უფალო იესო ქრისტე ღმერთო შეიწყალე სოლომონ შავრაშიძე“! ფაქტი ფაქტად რჩება, აფხაზეთში სახელმწიფო და სამწერლობო ენა ყოველთვის ქართული იყო, მაშინაც კი, როცა საქართველოში მძიმე ჟამი იდგა და ქვეყნის ერთიანობას დიდი ბზარი ჰქონდა, შერვაშიძეებიც ქართულად წერდნენ და შესაწირავსაც ქართულად გასცემდნენ. ასომთავრულად “შავრაშიძე“-ს წერდნენ და არა ჩაჩბას.