ლონდონი-თბილისის სპეცრეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 120 მოქალაქე დაბრუნდება

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. 12 მაისს ავიაკომპანია “Georgian Airlines” მორიგი სპეციალურ რეისს შეასრულებს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით და სამშობლოში 120 მოქალაქეს ჩამოიყვანს. 

უახლოეს დღეებში დაგეგმილია დამატებით 3 სპეციალური რეისით ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა: 15 მაისს- თბილისი-ამსტერდამი-თბილისის,  18 მაისს- თბილისი-ლარნაკა-თბილისის, ხოლო 20 მაისს  თბილისი-ათენი-თბილისის სპეციალური რეისი შესრულდება.

თითოეული ფრენისათვის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს ავიახაზების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფრენის შესრულების თარიღამდე 48 საათით ადრე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები