ცვლილება საბერძნეთის საემიგრაციო კანონმდებლობაში

2020 წლის 8 მაისს, საბერძნეთის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა ცვლილებები საემიგრაციო კანონმდებლობაში. საუბარია ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ცვლილებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი პაატა სიმსივე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„მალე ძალაში შედის ახალი კანონი!

2020 წლის 8 მაისს, საბერძნეთის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა ცვლილებები საემიგრაციო კანონმდებლობაში. საუბარია ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ცვლილებაზე, თუმცა, აქ მინდა შევეხო მხოლოდ იმ ცვლილებას, რომელიც ეხება ე.წ. „7 წლიანით“ აღებულ ბინადრობის უფლებას (άδεια διαμονής για εξαιρετικούς λόγους). შესაბამისად, რომელ თქვენგანის ბინადრობის უფლებასაც აწერია „Εξαιρετικοί Λόγοι“, ან ასეთ ადიაზე გაქვთ შეტანილი განცხადება ყურადღებით წაიკითხეთ ეს პოსტი.

შესული ცვლილებების შემდეგ, ზემო აღნიშნული კატეგორიის ყველა ის ბინადრობის უფლება, რომელიც ახალი კანონის გამოსვლის შემდეგ იქნება გაცემული, მათი გადავადებისთვის საჭირო იქნება დაზღვევა ან სახელმწიფო ფონდში (ანუ ენსიმები/ერგოსიმოები), ან კერძო სადაზღვევო კომპანიებში. ხოლო ყველა არსებული ბინადრობის უფლებების შემთხვევაში ძალაში რჩება ძველი რეჟიმი, როცა ენსიმები ან ერგოსიმოები საჭირო არ იყო და გადავადება შესაძლებელი იყო მხოლოდ ΑΦΜ, ΑΜΚΑ, და ΑΜΑ-ს ნომრების წარდგენის საფუძველზე.

აღნიშნული კანონი ძალაში  საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე შევა.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.