ინფორმაცია მათთვის ვინც აშშ-ში არასაიმიგრაციო ვიზით იმყოფება

აშშ-ში საქართველოს საელჩომ ინფორმაცია გაავრცელა მათთვის, ვინც აშშ-ის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით არასაიმიგრაციო ვიზით იმყოფება.

„საქართველოს იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვინც აშშ-ის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით არასაიმიგრაციო ვიზით იმყოფება:

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრულ დროში ვერ ახერხებთ ქვეყნის დატოვებას, შეგიძლიათ მიმართოთ აშშ–ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურს (USCIS) და მოითხოვოთ არასაიმიგრაციო ვიზით განსაზღვრული ქვეყანაში ყოფნის ვადის გახანგრძლივება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აშშ- ში საქართველოს საელჩოს ან საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზს.“ – ნათქვმია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.