ჩინური გადაცემის ეთერში ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის ახალ შესაძლებლობებზე იმსჯელეს

აბრეშუმის გზის პროექტ “ერთი გზა ერთი სარტყელი”-ს ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას მონაწილეობით ჩინეთის ქალაქ პენგლაისთან ონლაინ-დიალოგი გაიმართა, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზრის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ღვინის პოპულარიზაციის ახალ გზებსა და ქართული ღვინის მარკეტინგის სამომავლო სტრატეგიას დაეთმო.

ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia-ს ფოტო.ონლაინ-დიალოგი გადაცემაში „Yanjiu Night Talks” შედგა (მედია კომპანია „Beijing Yunjiu Media“) და მას 70 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა ქართული ღვინის წარმატებებზე, მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიაში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებზე.

ლევან მეხუზლამ ,ასევე, ისაუბრა ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე, რომელმაც ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში.

დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის ღვინის ბაზარი გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება და პანდემიის შემდეგ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მსოფლიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.