როგორ გავხდეთ მსოფლიო მოგზაური

სამშაბათს, 12 მაისს, 18:00-ზე, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით, “ქართველ მოგზაურთა კვირეული”  გაიმართება Facebook Live-ის მეშვეობით.

კვირეულის პირველი სტუმარი იქნება ტიტე მიქაძე, რომელიც 10 წელია მოგზაურობს და უკვე 71 ქვეყანას ესტუმრა.

შეხვედრაზე სპიკერი გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას და მოგვიყვება თავისი თავგადასავლების შესახებ. ის ისაუბრებს თავის პირველ მოგზაურობასა და გარკვეულ პრობლემებზე, რომლებიც უშუალოდ მოგზაურობისას შეიძლება შეგვხვდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.