“ერთხელ მოვისმინე მისგან დეეეე მშია… ეს იყო ჩემი გარდაცვალება …”

ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა, თითქოს, მანძილი შეამოკლა ჩვენსა და იმ ადამინებს შორის, ვინც ოჯახისთვის ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ ნამდვილად ვერ გაანელა მათი მონატრება, მარტოობა, ნოსტალგია და  ოჯახიდან შორს ყოფნის ტკივილი. ჩვენც გვენატრება, მაგრამ ემიგრანტის მონატრება უფრო ტკივილიანია და ალბათ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ მეტი სითბო მივცეთ მათ… „ნუ განმიკითხავ, რადგან მე ვცადე საქართველოში მემუშავა, მაგრამ 200 ლარი არ აღმოჩნდა საკმარისი, ქირასაც კი ვერ მიხდიდა… ამიტომ ვარ მე გადმოხვეწილი, ამიტომ ვარ ტანჯვასა და მონატრებაში…“ – ეს სიტყვები და ეს წერილი, რომელსაც შემოგთავაზებთ ჩვენთვის უცნობ ემიგრანტს ეკუთვნის და ძნელია ის უბრალოდ წაიკითხო.

“ნუ განმიკითხავ… შენ ბედნიერი გქვია… ბედნიერი იმიტომ, რომ შეგიძლია შენს შვილს ჩაეხუტო ყოველ საღამოს და იავნანა უმღერო… დატკბე მისი სურნელით, ფერებითა და ჩახუტებით… მე უკვე სამი წელია ეს ყველაფერი სიზმრადაც კი არ მსიზმრებია… რატომ ფიქრობ რომ ნაკლებად მიყვარს და ნაკლებად მაფიქრებს შვილი. როცა შენც დედა ხარ ასე არ უნდა ფიქრობდე,,, ჩემგან განსხვავებით უფალს შენთვის მოუცია საშუალება იმისი, რომ გამოკვებო შვილი, რომ არ სციოდეს, რომ არ სწყუროდეს… რომ არ აკლდეს შენი ჩახუტება და სითბო… სამწუხაროდ მე მომიხდა იმ მსხვერპლის გაღება რასაც შვილისგან შორს ყოფნა ქვია… მომიხდა იმიტომ, რომ შემეშინდა… უსაფუძვლოდ არ შემშინებია, რადგან ერთხელ მოვისმინე მისგან დეეეე მშია… ეს იყო ჩემი გარდაცვალება და ზუსტად ვიცოდი მეორედ მისი ბაგიდან მსგავს სიტყვებს ვერ გადავიტანდი…

დღეს მას არ სცივა, არ შია, მაგრამ, სამწუხაროდ, მას დედა ენატრება… ამას ვერაფერს ვშველი, რადგან რომ არ შიოდეს, რომ არ სწყუროდეს, რომ არ სციოდეს ამისთვის დედამ უნდა იმუშაოს დაუსრულებლად…

ნუ განმიკითხავ, რადგან მე ვცადე საქართველოში მემუშავა, მაგრამ 200 ლარი არ აღმოჩნდა საკმარისი, ქირასაც კი ვერ მიხდიდა… ამიტომ ვარ მე გადმოხვეწილი, ამიტომ ვარ ტანჯვასა და მონატრებაში… შენ კი თითის განძრევა არ გიწევს შვილების გამოსაკვებად, არ გაფიქრებს ეს… ამიტომ სანამ პირი დაგიღია და ათასგვარ სისაძაგლით მკლავ შვილის მონატრებით ასჯერ გარდაცვლილ  დედას, კარგად დაფიქრდი… დაფიქრდი და მერე განმიკითხე… ღვთის გულისათვის მორჩით ემიგრანტი დედების ლანძღვას… რადგან ვერასდროს შეძლებთ თქვენი შვილებისთვის იმ მსხვერპლზე წასვლას, რასაც ემიგრანტი იღებს საკუთარი შვილებისთვის…“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.