გამოცემა WELT.DE საქართველოზე სტატიას აქვეყნებს – როგორ მოახერხა საქართველომ დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება?

საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ – ერთ საჩვენებელ და სანიმუშო ქვეყანად იქცა სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის, რისი მაგალითიცაა სტატია ცნობილ გამოცემაში WELT.DE.

„პირველ ინფექციამდე, თითქმის ერთი თვით ადრე, საქართველომ შეაჩერა ფრენები ჩინეთთან და ყველას ამოწმებდა აეროპორტში. გერმანიამ სკოლები  ინფექციის პირველი გამოვლენიდან 50 დღის შემდეგ დახურა, საქართველომ კი შვიდი დღის შემდეგ.

ინფექციის პირველი  გამოვლენიდან სამი კვირის შემდეგ, აიკრძალა მოგზაურობა, რასაც 34 დღის შემდეგ საზღვრების ჩაკეტვა მოჰყვა.

ქვეყანაში 610 კოვიდინფიცირებულია და ცხრა დაღუპული – და ამ დროს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ეკატერიე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანა უკვე  ეპიდემიის “პლატოზე” იმყოფება.

ეს წარმატება, გარკვეულწილად, შეიძლება გეოგრაფიულ მდებარეობას მივაწეროთ, რადგან სომხეთისა და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველო ირანს არ ესაზღვრება. პოზიტიური რიცხვი ასევე განპირობებულია პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას დაქვემდებარებაში მყოფი მმართველობის კრიზისის მენეჯმენტით, ასევე ქართველების კრიზისის მიმართ გამძლეობით.

როგორ მოახერხა განვითარებადმა ქვეყანამ, რომლის მშპ ერთ პირზე 4300 ევროს შეადგენს, ასეთი დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება?“ – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.