აშშ-დან საქართველოში დაბრუნების მსურველთა საყურადღებოდ

საქართველოში აშშ-დან დაბრუნების მსურველებს, შეგახსენებთ — 15 მაისს კომპანია „Georgian Airways” მიერ განხორციელდება ამსტერდამი-თბილისის რეისი, რომელსაც ექნება სატრანზიტო დანიშნულება და განკუთვნილი იქნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

სამშობლოში გამგზავრების სურვილის მქონე საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც იმყოფებიან შეერთებულ შტატებში, დროულად უნდა დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოს 15 მაისს ამსტერდამის გავლით სამშობლოში გამომგზავრების დასაგეგმად. ასევე სავალდებულოა შეავსოთ სპეციალური კითხვარი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.