ომის რეალური გმირები – ფოტო, რომელიც საბჭოთა კავშირში აკრძალეს

“მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ინვალიდი” – ანატოლი გრახოვის ფოტო, რომელმაც 1966 წელს ამსტერდამში საერთაშორისო პრემია მიიღო.

სამშობლოში, საბჭოთა კავშირში ფოტოს ავტორს ამ სურათის გამოფენა აუკრძალეს არავის სჭირდებოდა სიმართლის გამჟღავნება. საბჭოთა ადამიანის მეხსიერებაში უნდა ჩამჯდარიყო, სუფთად გამოწკეპილი წინასაწარ ფოტოსესიისთვის გამზადებული, ფაშიზმზე გამარჯვებული ჯარისჯკაცები და არა ეს რეალური გმირები, რომლებიც იწვოდნენ ტანკებში, იყინებოდნენ სანგრებში, ყოველგვარი მომზადების გარეშე უტევდნენ პოზიციებს, იბრძოდნენ იდეისა და ქვეყნისთვის, რომელმაც ომის შემდეგ მათ უბრალოდ ზურგი შეაქცია.

მეორე მსოფლიო ომს გადარჩენილი, საბჭოთა ინვალიდი ვეტერანების ბედი იმდენად უსამართლოა, რომ ძნელია ემოციების გარეშე ამაზე ლაპარაკი. ამხანაგი სტალინის სამოვარი(“Самовары” товарища Сталина) – ასე ეძახდნენ საბჭოთა კავშირში იმ გოგო-ბიჭებს, რომლებმაც ომში ყველა კიდური დაკარგეს.

1952 წლიდან იწყება ყველა მარტოხელა (და არამარტო მარტოხელა) ინვალიდის ქალაქებიდან გასახლება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საბჭოთა კავშირი მაქსიმალურად ცდილობდა ამ ხალხის გადამალვას, ქვეყნის სხვადასხვა მივიწყებულ ადგილებში, სადაც საბჭოთა მოქალაქე მათ ნახვას ვერ შეძლებდა. მივიწყებულ კუნძულებზე, მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში, მიტოვებული ეკლესიებსა და მონასტრებში. ამ ადგილების გადაღება ან ამ ადგილებთან მიახლოება ზედმიწევნით კონტროლდებოდა.

ერთ ერთი ასეთი ადგილი იყო ავადხსენებული კუნძული ვალაამი, სადაც უამრავმა გმირმა ადამიანმა (მათ შორის საბჭოთა კავშირის ორდენოსანმა გმირმა) გაატარა თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები. ყველასგან მივიწყებულებმა, პირველ რიგში იმ ქვეყნისგან მივიწყებულებმა, რომლისთვისაც ამ ხალხმა ყველაფერი გაიღო, ხოლო როდესაც მათ სჭირდებოდათ დახმარება, ისინი უბრალოდ დაივიწყეს.

წყარო: ეფემერა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.