საქართველოს მოქალაქეების ესპანეთში ყოფნის იურიდიულ უფლებები და საემიგრაციო საკითხები

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო აგრძელებს ესპანეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისათვის დახმარებას, მათ შორის ონლაინ კონსულტაციებს.

ამ მიზნით 2020 წლის 8 მაისს, მადრიდის დროით 17:00 საათზე, საქართველოს საელჩოს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე განხორციელდება ცნობილ ადვოკატთან, საერთაშორისო სამართლის პროფესორთან, ქალბატონ აინჰოა მანეროსთან პირდაპირი ჩართვა, რომელიც 1 საათის განმავლობაში ისაუბრებს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების პირობებში საქართველოს მოქალაქეების ესპანეთში ყოფნის იურიდიულ უფლებებსა და საემიგრაციო საკითხებზე.

ესპანეთში მყოფ თანამემამულეებს კითხვების გამოგზავნა შეუძლიათ როგორც ონლაინ-ტრანსლაციისას, ასევე  ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consuladogeo.madrid@mfa.gov.ge

კონსულტაცია გაიმართება ესპანურ ენაზე. ენობრივი ბარიერის შემთხვევაში საელჩო მზად არის გაგიწიოთ დახმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები