ონლაინ შეხვედრა დიდ ბრიტანეთში მყოფ ქართველ სტუდენტებთან

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ პირველი, გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გამართა დიდ ბრიტანეთში მყოფ ქართველ სტუდენტებთან.

საქართველოს ელჩი, სტუდენტებს ესაუბრა მსოფლიო მასშტაბით COVID-19 გავრცელების ფონზე, საელჩოს საქმიანობის შესახებ და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა სტუდენტებისა და საგანმანათლებლო სფეროს მნიშვნელობას, ასევე, წარმატება უსურვა მათ სამომავლო საქმიანობაში.

სტუდენტებმა, თავის მხრივ, ისაუბრეს პანდემიის დროს არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და მზადყოფნა გამოთქვეს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ საელჩოსთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.