კონსულტაცია მიგრაციის საკითხებზე

2020 წლის 6 მაისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლის, მედიასთან ურთიერთობის ოფიცრის ანა კაკუშაძის პირდაპირი ჩართვა, რომელიც 1 საათის განმავლობაში ისაუბრებს ახალი კორონავირუსის COVID 19-ის პანდემიის პირობებში მიგრაციის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე, ახალ რეალობაში ორგანიზაციის საქმიანობაზე, მოქალაქეების დახმარების შესაძლებლობებზე და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს.

უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს კითხვების გამოგზავნა შეუძლიათ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consultation@mfa.gov.ge

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტო 1951 წელს დაარსდა, რომელიც მიგრაციის სფეროში წამყვანი მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა. ორგანიზაციაში 173 სახელმწიფოა გაწევრიანებული. საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) 1993 წლიდან მუშაობს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ:

  • დაიცვას მიგრანტთა ადამიანური ღირსება და კეთილდღეობა;
  • ხელი შეუწყოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას მიგრაციის მეშვეობით;
  • უპასუხოს მიგრაციის მართვის სფეროში მზარდ ოპერატიულ გამოწვევებს;
  • განავითაროს მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების აღქმის დონე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები