ათენი-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში 185 მოქალაქე დააბრუნეს

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. 5 მაისს ავიაკომპანია “Georgian Airlines” მორიგი სპეციალური რეისი შეასრულა ათენიდან თბილისის მიმართულებით. მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადანაწილდნენ.

უახლოეს დღეებში დაგეგმილია 2 სპეციალური რეისით ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა:  7 მაისს – ამსტერდამი-თბილისის,  9 მაისს კი ბერლინი-თბილისის ფრენები შესრულდება .

თითოეული ფრენისათვის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს ავიახაზების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფრენის შესრულების თარიღამდე 48 საათით ადრე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები