პანტომიმის თეატრი სპექტაკლის „სიყვარულის ეიფორია“ პრემიერა Facebook–გვერდზე გაიმართება

თბილისის ა. შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სცენაზე სპექტაკლის „სიყვარულის ეიფორია“ პრემიერა 13 მაისს, 19:00 საათზე თეატრის ოფიციალურ Facebook–გვერდზე გაიმართება.

„სპექტაკლში ასახულია სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში სასიყვარულო ემოციებისგან გამოწვეული მოვლენების განვითარება. ეს არიან ადამიანები, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით, ცხოვრების წესით, სურვილებით და მიზნებით. თუმცა, თითოეულის ცხოვრებაში სიყვარული გარდამტეხ როლს ასრულებს, ცვლის ჩვეულ რიტმს, იწვევს სხვადასხვა წინააღმდეგობებს და დასასრულიც სხვადასხვა აქვს“, – ნათქვამია სპექტაკლის ანონსში.

დადგმის რეჟისორი დავით შალიკაშვილია, ქორეოგრაფი ნინო ლორთქიფანიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ იაკო მიმინოშვილი და ბექა არსენიძე. სპექტაკლი თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა და თეატრის 55 წლის იუბილეს ეძღვნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.