ახალი ამბები დიასპორები სლაიდერი წერილები

“არც ერთი ე.წ. ჩინური კლასტერი საქართველოში არ გამოვლენილა” – არჩილ კალანდია 

საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში საწყისი ეტაპებიდანვე და უზრუნველყო როგორც საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან დროული ჩამოყვანა, ასევე ადგილზე დარჩენილი პირებისათვის მხარდაჭერის აღმოჩენა. “საქართველოში ჩინეთის კლასტერი არ  გამოვლენილა, რაც სწორი და დროული რეაგირების შედეგია” – აღნიშნა ელჩმა. 

მოგეხსენებათ, რომ Covid-19-მა მნიშვნელოვნად შეცვალა თითოეული ჩვენთანის ცხოვრება და რა თქმა უნდა, საელჩოს მუშაობაშიც თავისი კორექტივები შეიტანა.

ვსარგებლობ შემთხვევით და გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანეს და დღესაც შეაქვთ მრავალი მიმართულებით ამ პანდემიის დროს.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს და ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მსურს გამოვყო საელჩოს დესპანი, დავით პიპინაშვილი და კონსული სოფიკო ქოჩქიანი, რომლებმაც ყველაზე კრიტიკულ და კრიზისულ პერიოდებში გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება.

იანვრის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, საელჩო საგანგებო ვითარებაში მუშაობს. ამ პერიოდიდან ასობით ჩვენს მოქალაქეს გაეწია სხვადასხვა სახის დახmარება. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1 და 2 თებერვალს, მოახდინა თავისი მოქალაქეების დროული ევაკუაცია ეპიდემიის ეპიცენტრიდან ქ. უხანიდან, ჩვენი თურქი და ფრანგი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით.

19 თებერვალს განხორციელდა პირველი ჩარტერი ქ. ურუმჩიდან, რომლის დროსაც ათობით ჩვენი მოქალაქე უსაფრთხოდ დაბრუნდა საქართველოში და კარანტინის ზონაში ყოფნის პირველი გამოცდილებაც მათ მიიღეს. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, არც ერთი ე.წ. ჩინური კლასტერი საქართველოში არ გამოვლენილა, რაც მიუთითებს ჩინეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მაღალ თვითშეგნებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე.

მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც გადაწყვიტეს უხანში დარჩენა და ორთვენახევარი იმყოფებოდნენ მკაცრი კარანტინის პირობებში, მათ მოითმინეს და ღირსეულად გაუძლეს ყველა იმ გამოწვევას, რაც მოულოდნელად დაატყდათ თავს.

დიდი მადლობა ჩემს მშობლიურ საგარეო საქმეთა სამინისტროს, პროფესიონალთა ძლიერ გუნდს, რომელიც მტკიცედ გვიმაგრებს ზურგს თბილისიდან.

მადლობა ჩინეთში მრავალი წლის განმავლობაში მცხოვრებ, წარმატებულ ქართველ ბიზნესმენ ლევან თავაძეს, რომელმაც საელჩოსთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა რამდენიმე დღის წინ პეკინიდან თბილისში სპეციალური ჩარტერით გაგზავნილი ათობით ტონა სამედიცინო დანიშნულების ტვირთის ჩინეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებასა და მთელი რიგი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.

მადლობა ქართული დიასპორის კიდევ ერთ ღირსეულ წარმომადგენელს, ქ. გუანჯოუში საქათველოს ბიზნეს სახლის ხელმძღვანელს, ბექა მიქაბერიძეს და მის მაგარ გუნდს. მაშინ როდესაც ჩინეთში მძვინვარებდა ეს ვირუსი, ბიზნეს სახლის ინიციატივით, თბილისში გაიმართა საქველმოქმედო აქცია „გაიღე პირბადე“, სადაც გამოიხატა სოლიდარობა ჩინელი ხალხის მიმართ და შეგროვდა შესაბამისი რაოდენობის სამედიცინო პროდუქცია.

მადლობა მინდა გადავუხადო დიასპორის წევრს, ალბერტ სანაიას (ორგანიზატორი) და ქართულ დიასპორას ჩინეთში, რომლებიც მონაწილეობდნენ საქველმოქმედო აქციაში “ძალა ერთობაშია“ და საქართველოსათვის შეაგროვეს ათასობით სხვადასხვა სახის სამედიცინო პროდუქცია.

მადლობა თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კონფუცის ინსტიტუტის დირექტორს, სინოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს მარინა ჯიბლაძეს და მის ქალიშვილს ანა გოგუაძეს. მათი ინიციტივით, ჩინეთში ყველაზე კრიზისული პერიოდის დროს მომზადდა ჩინეთის გამამხნევებელი ვიდეო, სადაც მონაწილეობდა ქართველ სინოლოგთა ერთი ნაწილი. ამ ვიდეოს ათობით მილიონი ნახვა ჰქონდა.

და ბოლოს, მადლობა ჩემს ჩინელ მეგობრებს, განსაკუთრებით ვაფასებ მათ მხარდაჭერას და გვერდში დგომას პანდემიის დროს.

ბრძოლას ვიგებთ, ომი ჯერ კიდევ მოსაგებია.
დროული ქმედებებით, პასუხისმგებლობითა და მოთმინებით აუცილებლად დავამარცხებთ Covid-19-ს!

სხვა სიახლეები

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონტრაქტი „დისნეისთან“ გააფორმა

Editor

13 იანვარს კიოლნის უნივერსიტეტში ქართული კვირეული გაიხსნა

Editor

“უსახელო” ფერადკანიანი

Editor

ინფორმაცია საბერძნეთში ბინადრობის უფლების ვადებთან დაკავშირებით

Editor

არჩილ კალანდია ჩინეთის კინოს ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილეს ლი კუოცის შეხვდა

Editor

ნატალია ქუთათელაძემ Askonas Holt- თან კონტრაქტი გააფორმა

Editor