ქართველმა ემიგრანტებმა ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს

4 მაისს ნიდერლანდების სამეფო მეორე მსოფლიო ომსა და მის შემდგომ საომარ მოქმედებებში დაღუპული სამხედრო თუ სამოქალაქო პირების ხსოვნის დღეს აღნიშნავს.

უკვე ტრადიციად იქცა ამ დღეს საქართველოს საელჩოს, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის წარმომადგენლების და ქართველი ემიგრანტების მონაწილეობა კუნძულ ტექსელზე დაგეგმილ ღონისძიებებში, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულზე დაღუპული ქართველი და ჰოლანდიელი ჯარისკაცების საფლავების მონახულება და მათი ხსოვნისთვის პატივის მიგება.

წლევანდელი წელი გამონაკლისი აღმოჩნდა პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო. თუმცა, ტრადიცია არ დაარღვიეს  world of Diaspora-ს დამფუძნებლებმა და ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩვენი თანამემამულეები კუნძულზე ვერ გადმოვიდნენ. მე და ქალბატონმა ლალი ბუთბაიამ მაინც გადავწყვიტეთ შორი გზის გამოვლა და აქ მოსვლა. ეს დღეები სულ ვფიქრობდი, რომ აქ დაღუპული ჯარისკაცების და მათი საფლავების ჭირისუფლები ჩვენც ვართ -ქართველი ემიგრანტები. რამდენიმე ჰოლანდიელიც მოვიდა დღეს აქ, მათი მშობლები არიან ის ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც დაიღუპნენ”. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები