ფრანგული მასმედია ქართული აპლიკაციით Stop Covid დაინტერესდა

ფრანგულმა გამოცემამ Zdnet.fr  საქართველოში გავრცელებულ მობილურ აპლიკაციაზე Stop Covid, სტატია გამოაქვეყნა, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

“საქართველოში მოქმედ ანტიკორონავირუსულ აპლიკაციაზე «Stop Covid» სტატია არაერთ ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნდა. მსგავსი ტიპის აპლიკაციებზე ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საფრანგეთში მსგავსი აპლიკაციის გაშვება დაანონსდა.

გამოცემა Zdnet.fr-ის ინფორმაციით, «Stop Covid» აპლიკაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნა ავსტრიული არასამთავრობო ორგანიზაცია Novid20-თან და კომპანია Dolphin Technologies-თან თანამშრომლობით.  ის იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ფრანგული აპლიკაცია იმუშავებს – თითოეულ მომხმარებელს ანიჭებს უნიკალურ იდენთიფიკატორს და ინფორმაციას დაშიფრული სახით, ინახავს მათივე მობილურ ტელეფონში. თუმცა გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ფრანგულისგან განსხვავებით ქართული «Stop Covid» აპლიკაციის მომხმარებლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, როდის და რა ინფორმაცია გასცენ. ფრანგებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია წესით 11 მაისიდან გახდება ხელმისაწვდომი.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.