ინტერვიუ სლაიდერი

რა აკავშირებს იტალიელ შეფ-მზარეულს Calvin Klein-თან  და ანუკი არეშიძესთან და როგორ ატარებს თვითიზოლაციას საქართველოში  

ენზო ნერი წარმატებული, მსოფლიოში ცნობილი მზარეულია, რომელიც, პროფესიონალიზმთან ერთად, პასუხისმგებლობითა და მხიარული ხასიათით გამოირჩევა. იგი “კვირასთან” საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს თვითიზოლაციის დროს საქართველოში და რა კავშირი აქვს Calvin Klein-თან და ანუკი არეშიძესთან.       

_ როგორ მოხვდით საქართველოში და რამდენი ხანია, რაც აქ ხართ?

_ პირველად საქართველოში 2015 წლის აგვისტოში ჩამოვედი გია პირადაშვილის მოწვევით – კახეთში, “შატო მერეში” მასტერკლასის ჩასატარებლად. ნიუ-იორკიდან “ვინოტელში” აღმოვჩნდი, ახალი გახსნილი იყო მაშინ. იქიდან თეკუნასთან, კაფე “ლიტერაში” წავედით და შემდეგ გავემგზავრეთ კახეთში – ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი. სამი წლის შემდეგ დავბრუნდი და  რესტორანი “ლა ბოემი” გავხსენი.

  _ რატომ აირჩიეთ კულინარია, მომიყევით ცოტა თქვენს პროფესიაზე?   

_  იტალიაში უმბრიის ცენტრში ვცხოვრობ, სასახლის ქალაქში, სადაც მონიკა ბელუჩი დაიბადა. ჩემი ცხოვრების გზა არ იყო ყოველთვის წარმატების გზაზე. სამზარეულოს მიმართ ინტერესიც საკმაოდ გვიან, 30 წლის ასაკში აღმოვაჩინე. შემდეგ დაჭირდა ინგლისურის სწავლა, ბევრი ბარიერის გადალახვა ჩემსა და უცხოელ კლიენტებს შორის – კლიენტებთან კომუნიკაცია ყოველთვის პრიორიტეტი იყო ჩემთვის.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში სხვადსხვა ქვეყანაში ვიმოგზაურე, ვმუშაობდი ცნობილ მზარეულებთან ერთად. ყველა მათგანს ინდივიდუალური, განსაკუთრებული მეთოდი ჰქონდა. სწორედ ისინი მეხმარებოდნენ განვითარებაში და მათი წყალობით ვარ ისეთი, როგორც ვარ.

შემდეგ იყო შემოთავაზებები ისეთი ქალაქებიდან, როგორებიცაა სან-ფრანცისკო, ლონდონი, ნიუ-იორკი, დუბაი და სხვა. ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე ნიუ-ორკიდან დუბაიშიც დავბრუნდი, რათა ახალი თავგადასავალი მქონოდა და ახალი ცხოვრება დამეწყო.

_ მსოფლიო პანდემიის პერიოდისა და თვითიზოლაციის გატარება საქართველოში მოგიწიათ, საკმაოდ საინტერესოდ იყენებთ ამ დროს – წერთ ლაივვიდეოებს, რომელშიც თვქვენს რეცეპტებს აზიარებთ, ასევე ხშირად აქვეყნებთ მხიარულ ვიდეოებსაც. კიდევ რით გაგყავთ დრო იზოლაციაში? 

_ მაქსიმალურად ვცდილობ, გამოვიყენო იზოლაციაში ყოფნის დრო, ამ ყველაფრის გარდა, ხშირად ვსაუბრობ ჩემს ოჯახის წევრებთან. ჩემი ერთი ძმა არის მილანში ჟურნალ ,,დღის ” რედაქტორი,  მას ჰქონდა კორონა ვირუსი, საბედნიეროდ, ახლა კარგადაა. ჩემი მეორე ძმა გერმანიაში  ცხოვრობს,  დედაჩემი უბრიაშია და რა თქმა უნდა, მათთან და ჩემს მეგობრებთან ხშირი კონტაქტი მაქვს.

_ ცნობილია, რომ საქართველოში ქველმოქმედებას ეწევით, გვიამბეთ ამის შესახებაც… 

 _ დიახ, 2019 წლის 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ძეგვის თავშესაფარში გავატარე და შევეცადე ბენეფიციარებისათვის ერთი დღე დღესასწაულად მექცია. შემდეგ კი სექტემბერში  ანუკი არეშიძესთან ერთად მცხეთაში ვიყავი, სადაც მაშინ 250-მდე ბავშვი იყო.

_ რატომ გადაწყვიტეთ კახეთში რესტორნის გახსნა – რატომ საქართველო, რა შეგიძლიათ თქვათ ქართულ კულინარიაზე?  

_ რესტორნის იდეა დაიბადა გია პირადაშვილთან, გადავწყვიტეთ გაგვეხსნა რესტორანი ,,Enzo’s Ezo”, რომელიც არის ქართულ-იტალიური რესტორანი, სადაც შოკოლადის ხინკლის მირთმევაცაა შესაძლებელი.

_ სად გაიცანით ანუკი არეშიძე, რა შეგიძლიათ გვითხრათ მასზე?     

_ ანუკი გავიცანი wyndham hotel ის ერთ-ერთი ივენთის ორგანიზებისას, ანა ჩანგიანთან ერთად. ანუკი ძალიან  კარგად საუბრობს  იტალიურად და ძალიან შეყვარებულია იტალიაზე , არის ძალიან სასიამოვნო და ზრდილობიანი ადამიანი .

_ რა მოგცათ თბილისმა ? რას იტყოდით ქართველ ხალხზე ?           

 _ თბილისმა დამიბრუნა ის ცხოვრება, რომელიც დავკარგე ნიუ_იორკში. მომცა მხარდაჭერა, დიდი სითბო, ნდობა  და თავდაჯერებულობა. ქართველები  ძალიან სტუმართმოყვარე და დიდი გულის მქონე ხალხია. არასოდეს ვაკეთებ მომავლის პროგნოზს წინასწარ. შექმნილმა სიტუაციამ, პანდემიას ვგულისხმობ, მომავლის რწმენა ცოტა წამართვა, მაგრამ, ვფიქრობ,  შევძლებ დარჩენას …

_ მოგვიყევით თქვენს ამერიკულ ცხოვრებაზე … ცნობილია , რომ არაერთი სელებრითისათვის მოგიმზადებიათ თქვენი კეძები.

_  ამერიკაში მე გავხსენი ორი რესტორანი –  ,,Obica Flatiron  ბროდვეიში  და ,,  Broken engliS”  ბრუკლინში.     მოვამზადე საჭმელი Calvin Klain-ისა       Ronald Perelman-ისთვის  – ის მსოფლიოს 67 უმდიდრესი ადამიანის სიაშია. სელებრითებიც ხშირად დადიოდნენ: Bono Defli  და Jovi. უფრო ხშირად კი ჰამპტონების ვილაზე, რომელსაც ,,The vreek” ერქვა.

_ როგორ ხედავთ სარესტორნო ბიზნეს და თქვენს გეგმებს ამ პანდემიის ფონზე ?    

_ ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ისევ კლიენტების მიღებას გახსნილ სივრცეში და ასევე შევძლებ მზა საკვების მიწოდებას ადგილზე მომსახურებით .სიტუაცია არის ძალიან რთული და ექვსი თვის შემდეგ ვიხილავთ შედეგს, სასტუმროები გაიხსნებიან სექტემბერში , მაგრამ ტურიზმს ვერ ვხედავ მომავალ წლამდე, სამწუხაროდ .

მოამზადა ნეტო ბენდელიანმა

სხვა სიახლეები

ინგლისურენოვანი სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography”  პრეზენტაცია

Editor

პარიზში მოღვაწე “კინოთი მოწამლული” ემიგრანტი, ანუ “სახლში ყველაზე უკეთესია…”

Editor

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა

Editor

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი დაარსებიდან 102 წელს აღნიშნავს

Editor

ინფორმაცია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ

Editor

დავით კაკაბაძის არქივის გამოფენა

Editor