ახალი ამბები

ნიდერლანდური გამოცემა ქართული ღვინის შესახებ წერს

ცნობილი ნიდერლანდური გამოცემა Proefschrift ქართულ ღვინოს ვრცელ სტატიას უძღვნის. 

სტატიის ავტორი მიმოიხილავს ქართული ღვინის უძველეს ისტორიას – ” საქართველოს სამართლიანად უნდა ეწოდოს ღვინის სამშობლო, რადგან აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები მოწმობენ ქართული მეღვინეობის მინიმუმ 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციას”- ნათქვამია სტატიაში.

ავტორი რუსულ ემბარგოსაც ეხმიანება და მას ერთ-ერთ საუკეთესო გარდატეხად მოიხსენიებს- “მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დიდი ბაზარი დაკარგა, ახალი ბაზრების ძებნაში მეღვინეობამ განსაკუთრებული ხარისხი შეიძინა” 

ნიდერლანდელ მკითხველს ავტორი ქართულ ყურძნის ჯიშებსა და მათი გავრცელების რეგიონებსაც აცნობს. როგორც ავტორი აღნიშნავს, ქვეყანამ 525 ჯიშიდან უმრავლესობა საბჭოთა პერიოდში დაკარგა მაშინ, როცა ეს ინდუსტრია ძირითადად 4 სახის ღვინის წარმოებაზე იყო ორიენტირებული. თუმცა, საბედნიეროდ, უიშვიათესი ჯიშები ოჯახებმა კერძო მარნებში შემოინახეს.

რასაკვირველია, გამოცემა ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალური ტრადიციითაც დაინტერესდა. “UNESCO- ს მიერ ამ უნიკალური, უძველესი მეთოდის აღიარებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ღვინის იდენტობისა და მისი განსაკუთრებული შტრიხის ჩამოყალიბებაში” – წერს proefschrift.

სხვა სიახლეები

ავსტრიული წარმატება

Editor

18 დეკემბერი ემიგრანტთა საერთაშორისო დღეა

Editor

საქართველოში შემოსული მოქალაქეებისთვის კარანტინი ისევ ძალაში რჩება

Editor

საქართველოს საელჩო იტალიაში მცხოვრები თანამოქალაქეებისათვის მითითებებს აქვეყნებს

Editor

ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველს კიდევ ერთ ახალ გამოცემას სთავაზობს – „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი“

Editor

„ქართველი ლამაზმანი“ – კარლო გოლდონის 5 მოქმედებიანი ტრაგიკომედია

Editor