ინფორმაცია ნიუ – იორკში მაცხოვრები ქართველების საყურადღებოდ

6 მაისიდან, ქ. ნიუ-იორკის მეტრო არ იმუშავებს ღამღამობით, 01:00-დან 05:00 საათამდე, ამ დროს ჩატარდება ვაგონების დეზინფექცია – ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს გენერალური საკონსულო ქ. ნიუ-იორკში.

„6 მაისიდან, ქ. ნიუ-იორკის მეტრო არ იმუშავებს ღამღამობით, 01:00-დან 05:00 საათამდე, ამ დროს ჩატარდება ვაგონების დეზინფექცია.

არსებითი მუშაკების გადაადგილება მოხდება დაქირავებული მანქანებით, უფასოდ.

ავტობუსები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

01:00-დან 05:00 საათამდე მგზავრებს, რომლებიც ისარგებლებენ Essential Connector-ის სერვისით, შეეძლებათ ღამის განმავლობაში 2-ჯერ ისარგებლონ დაქირავებული მანქანებით, მას შემდეგ, რაც წარმოადგენენ არსებითი მუშაკების მოწმობას.

ადევნეთ თვალყური MTA-ს განახლებულ ინფორმაციას მის ვებ საიტსა და სოციალური მედიის გვერდებზე.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები