უნგრეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 მაისიდან ქვეყანაში (დედაქალაქისა და პეშტის მედიეს გამოკლებით) ეტაპობრივად შემსუბუქდება დაწესებული შეზღუდვები. ამის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს საელჩო უნგრეთში.

„ბუდაპეშტში და პეშტის მედიეში (Pest megye) კვლავ ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობა და ადამიანთა გადაადგილებასთან მიმართებაში მოქმედი ყველა შეზღუდვა!

4 მაისიდან უნგრეთის რეგიონებში (დედაქალაქისა და პეშტის მედიეს გამოკლებით)

მოიხსნება ქალაქგარეთ გასვლაზე შეზღუდვა;

გაიხსნება მაღაზიები, ღია ცის ქვეშა აბანოები, სანაპიროები, ზოოპარკები, ღია ცის ქვეშა მუზეუმები;

სასტუმროები, რესტორნები და კაფეები გახსნიან ღია ტერასებს, ხოლო შენობაში ყოფნის უფლება მხოლოდ პერსონალს ექნება;

ნებადართულია სპორტული თამაშების ჩატარება მაყურებლების გარეშე; დაშვებულია სპორტული ასოციაციების მიერ ორგანიზებულ წვრთნებში მონაწილეობა;

ნებადართულია დახურულ სივრცეში ღონისძიებების ჩატარება (სამოქალაქო ქორწინება, დაკრძალვა, რელიგიური მსახურება) აქამდე მოქმედი უსაფრთხოების წესების დაცვით;

კვლავ სავალდებულო რჩება ადამიანებს შორის 1.5 მ სოციალური დისტანციის დაცვა ყველგან და ნიღბების ტარება მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში;

უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებისთვის გაიხსნება რექტორის გადაწყვეტილების შესაბამისად. ამ შემთხვევაში რექტორმა უნდა უზრუნველყოს სოციალური დისტანციის შენარჩუნებისათვის და უსაფრთხოებისათვის აუცილებელი პირობები;

აკრძალულია საერთო საცხოვრებლებში ვიზიტი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით:

კვლავ დახურული რჩება სკოლები – მთავრობა დამატებით გადახედავს სკოლების ივნისში გახსნის საკითხს;

დილის 09:00 საათიდან შუადღის 12 საათამდე პროდუქტების მაღაზიებსა და აფთიაქებში დაიშვებიან მხოლოდ 65 წელს გადაცილებული ადამიანები;

უფასოა პარკინგი;

15 აგვისტომდე კვლავ ძალაში რჩება აკრძალვა 500-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებების ჩატარებაზე ;

დაწესებული შეზღუდვების შესრულება გაკონტროლდება პოლიციის მიერ

დარღვევის შემთხვევაში დაწესდება 5 000 ფორინტიდან 500 000 ფორინტამდე (დაახლ. 14 ევროდან 1400 ევრომდე) ფულადი ჯარიმა;

აქვე შეგახსენებთ კორონავირუსის შესახებ რჩევების მიღების მიზნით უნგრეთის მთავრობის მიერ შექმნილი საინფორმაციო ცენტრის ცხელი ხაზის ნომრებს და ელ.ფოსტას:

+36-80-277-455

+36-80-277-456

Email: koronavirus@bm.gov.hu;

https://koronavirus.gov.hu/korlatozasok“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები