მადლობა დახმარებისთვის, რომელიც გაეწიათ იტალიაში უსახსროდ დარჩენილ თანამოქალაქეებს

„ჯგუფის, ემიგრანტები იტალიაში / LA MIA GEORGIA სახელით, მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს იტალიაში  გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის“ – ასე იწყება წერილი, რომელიც ერთერთ პოპულარულ ჯგუფში ემიგრანტები იტალიაში / LA MIA GEORGIA გამოქვეყნდა.

„ჯგუფის, ემიგრანტები იტალიაში / LA MIA GEORGIA სახელით, მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს იტალიაში  გამოჩენილი პასუხისმგებლობისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელიც გაეწიათ იტალიაში უსახსროდ დარჩენილ თანამოქალაქეებს. რაც გამოიხატა იმაში, რომ იმ პირებს, ვისაც ჰქონდათ საკვების ან მედიკამენტების საჭიროება, გადაეცათ შესაბამისი ვაუჩერები. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდებოდათ საცხოვრებლით უზრუნველყოფა, აუნაზღაურდათ დღიური თანხა.“

შეგახსენებთ, რომ  მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ორგანიზების მიზნით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ახდენენ ადგილზე მყოფი მოქალაქეების აღრიცხვას, მათი ადგილსამყოფელის, საჭიროებებისა და მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეკრებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები