“თეთრი მინიმალიზმი” – სტილი, რომელსაც ნიუ-იორკი ირჩევს

ულამაზესი მინიმალისტური ინტერიერი, რომელიც თეთრი ფერისა და ხის ავეჯის შთამაგონებელ სინთეზს წარმოადგენს. 

ეს ინტერიერი ეკუთვნის ნიუ-იორკის ერთ-ერთ უნიკალურ ბინას, რომელიც Echo Design + Architecture- ის მიერაა შექმნილი. მსუბუქი დეკორი, მინიმალისტური ავეჯით და განლაგებით თითქოს ერთი ნაბიჯით უკან დახევაა ნიუ – იორკის დატვირთული და ხმაურიანი, მუდამ მჩქეფარე ქუჩებიდან სიმშვიდეში. იდეალური ესთეტიკური კავშირი და სიმშვიდის განცდა, ერთი შეხედვით, ეს ისაა, რაც დიდი ქალაქის მცხოვრებლებს მუდმივად აკლიათ.

“ნიუ-იორკი არ არის ქალაქი, ნიუ-იორკი ცხოვრების წესია, რომელსაც ფეხი უნდა აუწყო” – ხოლო სახლი, რომლის ინტერიერიც თანამედროვე ამერიკულ ცხოვრებაში ყველაზე დახვეწილად და მოთხოვნადად ითვლება, იდეალური გაქცევაა ქალაქისგან, რომელიც ცხოვრების წესად იქცა. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ მსოფლიოს დიდი ქალაქები თითქმის ერთი და იგივე ტემპით ცხოვრობენ, ნიუ-იორკული თეთრი მინიმალიზმი არა მარტო ოკეანისმიღმა მეგაპოლისისთვის, არამედ ყველასთვის სასურველი უნდა გახდეს.

ეს არის სახლი, რომელშიც სამი სივრცე ემსახურება მესაკუთრისათვის სრული კომპფორტისა და იდილიის შექმნას: დარბაზი და სასადილო ოთახი, ოფისი საძინებელში და სამზარეულო – ყველაფერი ერთ თეთრ და დახვეწილ სივრცეში.

ამ სახლშივე შემორჩენილია 1846 წელს ჩამოსხმული გუმბათი, რომელიც 12 ფუტის სიმაღლისაა. როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, ესაა სივრცე, სადაც 3 კულტურა და 2 ეპოქა ხვდება ერთმანეთს – სკანდინავიით შთაგონებული მინიმალიზმი, რომელსაც იაპონური შტრიხებით მშვენიერი, ძველი ნიუ-იორკის ელემენტები შემოაქვს.

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები