ბიბლიოთეკის ცხოვრება პანდემიის პირობებში

2020 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდება ფორუმი სახელწოდებით „ბიბლიოთეკის ცხოვრება პანდემიის პირობებში“. ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერი ტიპის ბიბლიოთეკას.

ონლაინ ფორუმზე წარმოდგენილი იქნება უახლესი მიღწევები და ინოვაციები საბიბლიოთეკო და ინფორმაციული ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარებაში, ინფორმაციული საქმიანობის იურიდიული ასპექტები, ელექტრონული წიგნის მომავალი, საკანონმდებლო პრობლემები და ინიციატივები, ელექტრონულ და ბეჭდურ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფის საკითხები, ფართო საზოგადოება კარანტინში და ბიბლიოთეკის დისტანციური მუშაობა პანდემიის პირობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები