“ერთ სიცოცხლედ ღირს ბავშვების გაღიმება და მათი ბედნიერება”
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები პანდემიის პირობებში შექმნილი მძიმე ვითარებისას მუდმივად ეხმარებიან როგორც სხვა ქართველ ემიგრანტებს, ასევე საქართველოში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებსაც მათი თანადგომა სჭირდებათ. ამჯერად საფრანგეთის ქართული სათვისტომო თბილისში მცხოვრებ ოჯახს დაეხმარა:
“უუჰ, ბედნიერი და ამაყი გწერთ. დღეს ასოციაციის სახელით, კიდევ ერთი კარგი და კეთილი საქმე გაკეთდა. ქალბატონ ნინოს,რომელიც ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს თბილისში,გ ადავეცით საკვები,ტკბილეული და პირველადი მოხმარების საგნები,რომელიც ცოტა ხანს მაინც ეყოფათ. დღეს ამ ბავშვებს ექნებათ,ბევრი ბომბონები და ღამე ტკბილად და ბედნიერად დაიძინებენ. ერთ სიცოცხლედ ღირს ბავშვების გაღიმება და მათი ბედნიერი სახეების ყურება” – წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რუსკა ოთარაშვილი.