“თბილისის ურბანული ცვლილებები” – 25 უნიკალური ფოტო ეროვნული არქივის კოლექციიდან
1,053
გამოფენა „თბილისი – ურბანული ცვლილებები“ 2017 წლის 22 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა. ექსპოზიცია მიმოიხილავდა მეოცე საუკუნეში თბილისში მიმდინარე განაშენიანების პროცესების მთავარ მომენტებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა თბილისის იმ ობიექტების ილუსტრაციას გვთავაზობდა, რომლებიც ან არ შემორჩა, ან მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა. ფოტოების ანოტაციებში შენარჩუნებული იყო ადგილმდებარეობებისა თუ დაწესებულებების ძველი სახელწოდებები და იქვე მოცემული იყო მათი თანამედროვე დასახელება. დასათაურებებში არსებული ცვლილებები, პოლიტიკური იდეოლოგიების მონაცვლეობის პარალელურად, ქალაქის ურბანულ ტრანსფორმაციაზე მეტყველებს.
გამოფენის კურატორის, ნინო ძანძავას თქმით, ექსპოზიცია აჩვენებს თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ფოტოგრაფია ვიზუალური მეხსიერების შენარჩუნებისა და განახლების პროცესში, როგორ შეიძლება ის იქცეს ქალაქის ისტორიის გააზრების სტიმულად.