მარნეულელმა ქალებმა მოსავლის შესანარჩუნებლად კორონავირუსით ინფიცირებული ოჯახის ბაღი გათოხნეს

სამოქალაქო სოლიდარობის კიდევ ერთი ამბავი, ამჯერად_ მარნეულიდან:

როგორც UN Women Georgia სოციალურ ქსელში წერს, მარნეულში,  სოფელ მარადისში ქალებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა ოჯახების კარტოფილის მოსავლის შესანარჩუნებლად მათი ნაკვეთი გათოხნეს.

ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა.

“სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ”, -ამბობს ნაირა პაქსაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.