თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს ვირტუალურად ჩატარდება 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად მაისში ტარდება, წელს ონლაინსივრცეში გადაინაცვლებს. ფესტივალი ვირტუალური სახით 30-31 მაისს გაიმართება, ხოლო ტრადიციული ფორმით, სავარაუდოდ, სექტემბერში. 

 თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი უმთავრესი ლიტერატურული ღონისძიებაა, რომელსაც ათასობით მკითხველი ყოველ გაზაფხულზე მოუთმენლად ელის. წელს, მსოფლიო პანდემიამ გეგმები შეგვაცვლევინა

თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება 2020 წლის 24-27 სექტემბერს.
მაგრამ, სანამ სექტემბერი დადგება, გადავწყვიტეთ ტრადიციულ დროს მაინც შევიკრიბოთ, ოღონდ ამჯერად ონლაინ სივრცეში.

30 და 31 მაისი – თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი!
თქვენ გელოდებათ განსაკუთრებული პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა შესანიშნავი ფასდაკლებებით!” – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გვარცეებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.