ესპანელი, ფრანგი, თურქი და ქართველი მუსიკოსები კარანტინში მეგრულ სიმღერას ასრულებენ (ვიდეო) 

ჯგუფ KAVKAZZ -ის მუსიკოსებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მეგრული სიმღერა „ასე ჩონგური“ შეასრულეს. მათ ვიდეო ტელეფონის საშუალებით გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.

ჯგუფის წევრები არიან:

Núria Rovira Salat – მომღერალი და მოცეკვავე კატალონიიდან; ბექა ნონიაშვილი – მოცეკვავე საქართველოდან (ცეკვის მასწავლებელი პარიზის ქართული კულტურის ცენტრში); Kaptan Emrah – თურქული სიმებიანი საკრავი “ჯუმბუში” – ის წარმოშობით თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონიდანაა და ქართული ფესვები აქვს; Miquèu Montanaro- ფლეიტისტი – მისი მუსიკალური გამოცდილება წარმოადგენს პროვანსის (საფრანგეთი) და უნგრეთის მუსიკალურ ნაზავს; Fabien Mornet – გიტარა – ჯგუფის შექმნის ინიციატორი (ფაბიენ მორნეტის მეუღლე წარმოშობით საქართველოდანაა, კერძოდ ჩხოროწყუდან).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.