საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად 6 სპეცრეისია დაგეგმილი

გრძელდება უცხოეთში მყოფის საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ახლო მომავალში საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული 6 სპეციალური ავიარეისი შემდეგი განრიგით განხორციელება:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი

1 მაისი – ვენა-თბილისი

2 მაისი – პრაღა-ბათუმი

5 მაისი – ათენი-თბილისი

7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი

9 მაისი – ბერლინი-თბილისი.

თითოეული ფრენისათვის ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს ავიახაზებისა და კომპანია MYway Airlines-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზებზე ფრენის შესრულების თარიღამდე 48 საათით ადრე.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე 8,372 მოქალაქე დაბრუნდა, ხოლო 16,302 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.