ახალი ამბები დიასპორები საქართველო და ქართველები

“გავერთიანდეთ ჩვენი თანამემამულეების დასახმარებლად” – გერმანიის ქართული სათვისტომოს მორიგი საქველმოქმედო აქცია 

ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აგრძელებენ ჩვენი თანამემამულეების დახმარებას, როგორც ადგილზე, ასევე საქართველოში. გერმანიის ქართული სათვისტომოს მიერ შეგროვებული თანხით შესაძლებელი გახდა გერმანიაში მყოფი ქართველი სტუდენტებისათვის სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთის შეძენა. საქართველოს ავიახაზების მიერ შესრულებულ სპეცრეისზე ბილეთის ფასი 199 ევროს შეადგენდა.

როგორც სათვისტომოს წარმომადგენლები ამბობენ, მათ მუდმივად უკავშირდებიან დახმარებით თხოვნით, ამიტომაც საქველმოქმედო აქცია გრძელდება:

 

გერმანიის ქართული სათვისტომო / Georgischer Verein in Deutschland e.V.-ს ფოტო.

“მოგესალმებით სათვისტომოს წევრებო და მეგობრებო. პირველ რიგში, გვინდა, ყველა იმ ადამიანის სახელით და თხოვნით მადლობა გადაგიხადოთ, ვისი დახმარებაც ყველამ ერთად გასულ დღეებში შევძელით.

ჩვენს ანგარიშზე აქამდე შემოვიდა 1.461 ევრო და 11 ცენტი. ამ და ჩვენი ფონდიდან გამოყოფილი თანხით შესაძლებელი გახდა არაერთი ჩვენი თანამემამულესათვის საკვების ფულის გადახდა, სტუდენტებისათვის საქართველოში დასაბრუნებელი სრული ბილეთების აღება თუ ბილეთისათვის საჭირო თანხის დამატება. ეს ყველაფერი თქვენი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა!

დახმარების თხოვნის მეილები სათვისტომოს მისამართზე ყოველდღიურად შემოდის. სათვისტომოს გამგეობა ამოწმებს ცალკეულ შემთხვევას და ცდილობს შემოსული თანხის შესაბამისად გადანაწილებას.
ჩვენი ყველას სურვილია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუწოდოთ დახმარების ხელი. იმისთვის, რომ მეტი ჩვენი თანამემამულეს ფინანსური მხარდაჭერა შევძლოთ ისევ თქვენი თანადგომა გვჭირდება. თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ძალიან მინიმალური თანხითაც დახმარება გაუწიოთ ჩვენს გაჭირვებაში ჩავარდნილ თანამემამულეებს.

ჩვენი ანგარიშია:
Georgischer Verein in Deutschland e. V.
Liga Bank
IBAN.: DE90750903000302169703
BIC: GENODEF1M05
Verwendungszweck: Corona” – წერია გერმანიის ქართული სათვისტომოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა სიახლეები

ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზიმ ძველით ახალი წელი ანა კალანდაძის ლექსით მოგვილოცა

Editor

“შინდისს” აშშ-ში, სანტა ბარბარას კინოფესტივალზე უჩვენებენ

Editor

”Taste of Georgia” ლონდონში ქართული ღვინის გამოფენა – გაყიდვას გამართავს

Editor

ქართული გალობის ანთოლოგია პრინსტონის უნივერსიტეტს საჩუქრად გადაეცა

Editor

აჰმედ ელ ჯენდი: “ღმერთმა დალოცოს საქართველო და დიდსულოვანი ქართველები“

Editor

თბილისში ძველი ნივთების ღამის ბაზრობა გაიმართება

Editor