საერთაშორისო ნაოსნობაში მყოფ ქართველ მეზღვაურებს თურქეთიდან საქართველოში აბრუნებენ

საერთაშორისო ნაოსნობაში მყოფი რამდენიმე ქართველი მეზღვაური დღეს თურქეთიდან სამშობლოში ავტობუსით გამოემგზავრნენ. ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს:

“ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით, ასევე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან კოორდინაციით, დღეს, 28 აპრილს, რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად და არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა ქართველი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოყვანა და  იალოვადან სამშობლოში გამომგზავრება”- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები