მედიაჰოლდინგი „კვირა“ ყველა დამწყებ მეწარმეს 6 თვის განმავლობაში რეკლამის უფასოდ განთავსებას სთავაზობს
მედიაჰოლდინგი „კვირა“ ყველა დამწყებ მეწარმეს 6 თვის განმავლობაში უფასო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებას სთავაზობს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ეკონომიკამაც დარტყმა მიიღო: ბევრმა კომპანიამ საქმიანობა შეაჩერა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა სამსახურები დაკარგეს. სწორედ ამიტომ, მედიაჰოლდინგი „კვირა“ მიიჩნევს, რომ ამ რთული გამოწვევის დროს ქართულ ეკონომიკასა და საზოგადოებას მხარდაჭერა სჭირდება
„კვირამ“, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, დამწყებ მეწარმეებს საკუთარი მედიაპლატფორმებით საინფორმაციო მხარდაჭერა გამოუცხადოს.
იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და გადაწყვიტეს, ახალ ბიზნესს ან სამეწარმეო საქმიანობას ჩაუყარონ საფუძველი, შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი რეკლამა ბანერის სახით www.kvira.ge-ზე უფასოდ, 6 თვის განმავლობაში განათავსონ.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, მოგვწეროთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: info@kvira.ge
მედიაჰოლდინგი „კვირა“ მოუწოდებს სხვა მედიასაშუალებებსაც, შეუერთდნენ ამ ინიციატივას და თავიანთი მინიმალური წვლილი შეიტანონ ქართული ეკონომიკისა და საზოგადოების წახალისების საქმეში.
გისურვებთ წარმატებას. ჩვენ ერთად შევძლებთ, დავძლიოთ ყველა სირთულე და მხარი დავუჭიროთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.