ირლანდიამ COVID19-ის საინფორმაციო ბროშურები ქართულ ენაზეც გამოუშვა
ირლანდიის ჯანდაცვის დეპარტამენტმა Covid-19-თან დაკავშირებით რეკომენდაციები ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა.
ქართული დიასპორისა და ირლანდიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, საინფორმაციო და სარეკომენდაციო მასალა სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ქართულად გამოვიდა საინფორმაციო ბროშურებიც.