ცხელი ხაზი მხოლოდ ბავშვებისთვის – 111

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ბავშვთა დახმარების მიზნით, სპეციალური ცხელი ხაზი – 111 ამოქმედდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხელი ხაზი მხოლოდ ბავშვებზეა ორიენტირებული და 24 საათის განმავლობაში ბავშვებსა და მათ მშობლებს გაუწევს კონსულტაციას.

111 – ის ოპერატორები, ცხელ ხაზზე შემოსულ ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამის უწყებებს ჩართავენ.

111-ი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, სადაც ასევე შესაძლებელია ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება.

ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური დახმარებით შეიქმნა.

ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოა და ის არა მარტო პანდემიის პირობებში, არამედ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედების შემდეგაც იზრუნებს მომავალ თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.