ქართული ფილმი „ცხოველი“ ფესტივალზე „Go Short 2020“ მიემგზავრება

ამირან დოლიძის ფილმი „ცხოველი“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის – „Go Short 2020“-ს ევროპულ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

კინოფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით. ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოში გაიმართა.

„Go Shorts“ — მოკლემეტრაჟიანი კინოს ყოველწლიური ფესტივალია. ფესტივალი წარადგენს ევროპულ ფილმებს, რომელთა უმეტესობა  ახალგაზრდების გადაღებულია.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ფესტივალი ვერ გაიმართება, მაგრამ „ Go Short“ მაყურებელს თავისი საკონკურსო პროგრამის ფარგლებში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვის სხვა მეთოდს სთავაზობს. ვებგვერდზე Go Short Online მაყურებლებს საკონკურსო ფილმების ნახვა 13 მაისამდე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.