ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

2020 წლის 26 აპრილს ღამის 00:00 საათიდან, ისრაელში, ქცევის ახალი ნორმები ამოქმედდა:
• რესტორნებსა და კაფეებში საკვების ყიდვა შესაძლებელი გახდება, გარეთ გატანის პირობით (take away);
• მუშაობას იწყებენ საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები, კოსმეტიკური კაბინეტები;
• მსხვილი სავაჭრო ცენტრების გარდა, გაიხსნება ყველა მცირე სავაჭრო ობიექტი, რომელიც მდებარეობს ღია სივრცეში ან ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში;
• შრომითი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთა ზრუნვაზე („მეტაპლიმ“), დასაქმებულები მუშაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ დამქირავებელთან დროის ერთ მონაკვეთში, ან საერთო შინამეურნეობის მქონე რამოდენიმე პირთან;
• ამასთანავე, პირბადეების ტარების წესი მკაცრდება- პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოების თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, გარე ტერიტორიების ჩათვლით. წესები ვრცელდება როგორც 7 წლის ბავშვზე, ასევე მათზე ვინც დაკავებულია სპორტით. პირებს ვისაც აქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები თან უნდა იქონიონ ექიმის ცნობა;
• დაჯარიმება მოხდება წესის დარღვევის პირველივე შემთხვევის დროს;
• საზოგადოებრივ დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული წესების დაცვის გაძლიერებული კონტროლი განხორციელდება. აღნიშნულზე კონტროლის უფლებამოსილება დამატებით მიენიჭებათ პოლიციელებსა და ინსპექტორებს;

ობიექტებისთვის გათვალისწინებულია მუშაობის შემდეგი ნორმები:
1. რესტორნებსა და კაფეებში, გამყიდველსა და მყიდველს შორის უნდა იყოს აღმართული ბარიერი, რომელიც გამყიდველს დაინფიცირებისგან დაიცავს (ან პირიქით); თანამშრომლები სამსახურში უნდა გამოცხადნენ მორიგეობით, სამუშაო პროცესის დროს დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ზედაპირთა დეზინფიცირება. უნდა განხორციელდეს ობიექტში მყიდველთა მორიგეობით შეშვება, ისე, რომ თითო სალაროსთან მომხმარებელთა რიცხვი დროის ერთ შუალედში არ აღემატებოდეს ორს, 100 კვ.მ. ფართობის შემთხვევაში დასაშვებია ოთხი ადამიანი დისტანციის დაცვით;
2. სავაჭრო ობიექტის მფლობელმა ფუნქციონირების დაწყებამდე, ადგილობრივ სამთავრობო ორგანოებს უნდა წარუდგინოს პირობების შესრულების შესახებ ხელმოწერილი დეკლარაცია. დაწესებულებაში შესვლამდე, ადმინისტრაციამ მომხმარებელს უნდა ჰკითხოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაძლებლობების ფარგლებში გაუზომოს ტემპერატურა. დანარჩენი შეზღუდვები შეესაბამება პირველ პუნქტში აღწერილს;
3. საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები და კოსმეტიკური კაბინეტები, იმუშავებენ 1. და 2. პუნქტებში ჩამოთვლილი წესების შესაბამისად;

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთვარობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, კონტროლი განსაკუთრებული სიმკაცრით განხორციელდება. წესების დამრღვევი დაწესებულება 2 ათასი შეკელით დაჯარიმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები