ავსტრიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
ავიაკომპანია „Myway Airlines“ ავსტრიაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ჩარტერულ რეისს მიმდინარე წლის 1 მაისს შეასრულებს.
ვენა-თბილისის რეისზე ბილეთების რეალიზება 29 აპრილს, დღის 12:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთების ახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება!
მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე 199 ევროს შეადგენს.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია მორიგ სპეციალურ რეისს, თვითღირებულებით ასრულებს.