Myway Airlines 1 მაისს ვენა-თბილისის სპეციალურ რეისს შეასრულებს

ავიაკომპანია Myway Airlines ავსტრიაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ჩარტერულ რეისს, მიმდინარე წლის, 1 მაისს შეასრულებს. ვენა-თბილისის რეისზე ბილეთების რეალიზება 27 აპრილს, დღის 12:00 საათზე დაიწყება და შეძენა  მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი. 

მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე 199 ევროს შეადგენს. ასევე, შეძენილი ბილეთები არ დაექვემდებარება მგზავრის სახელის ცვლილებას, გადაყიდვას ან დაბრუნებას.

აღნიშნული რეისი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ავიაკომპანიის ხომალდმა, გეგმიური ტექნიკური ფრენა პრაღაში შეასრულა, Myway Airlines-მა მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიეღო უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. საგარეო უწყების კოორდინაციით, ავიაკომპანია  პრაღიდან უკანა ფრენას ვენის გავლით განახორციელებს და სამშობლოში დააბრუნებს ავსტრიაში მყოფ და ასევე ვენაში ტრანზიტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია მორიგ სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.