მორიგი სპეცრეისით ბარსელონადან სამშობლოში 177 მოქალაქე დააბრუნეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული, 25 აპრილის მონაცემებით,  ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 14,585 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7,786.

25 აპრილს შესრულდა მორიგი სპეციალური ავიარეისი, რომელმაც ბარსელონადან სამშობლოში 177 ადამიანი დააბრუნა. 

როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენები:

27 აპრილი – ვარშავა-თბილისი
30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
2 მაისი – პრაღა-თბილისი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი

თითოეული ფრენისათვის ბილეთების შეძენა რეისის განხორციელებამდე 2 დღით ადრე იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.