ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის პროექტს “At-Home Gala” საქართველოც შეუერთდება

25 აპრილს, 22 საათზე, მეტროპოლიტენ ოპერის ვებსაიტზე, პროექტის „At-Home Gala“ ფარგლებში, 14 ქვეყნიდან უდიდესი  მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას და ჩვენთვის პირდაპირ ეთერში  იმღერებენ.  

ანიტა რაჭველიშვილი და ნიკოლოზ რაჭველი გალა-კონცერტს თბილისიდან შეუერთდებიან.

„ხვალ საღამოს, 10 საათზე, მეტროპოლიტენ ოპერის ვებსაიტზე შეგიძლიათ იხილოთ 40-  მდე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავი პირდაპირ ეთერში. სკაიპის საშუალებით,  ყველა თავისი ქვეყნებიდან და სახლებიდან იქნებიან ჩართულები. მე და ჩვენი უსაყვარლესი ნიკოლოზ რაჭველი – მემანიშვილი ვიქნებით ამ გალას მონაწილეები! უბედნიერესები ვართ, შემოგვიერთდით!“- წერს სოციალურ ქსელში ანიტა რაჭველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.