თურქეთიდან საქართველოში ემიგრანტების მორიგი ჯგუფი ავტობუსებით ჩამოიყვანეს

ანკარაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 21 და 22 აპრილს ანკარიდან და ანატალიიდან საქართველოს მიმართულებით მორიგი ავტობუსები გამოემგზავრნენ, რომლებმაც ქვეყანაში ათობით მოქალაქე უნდა დააბრუნონ.

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთში გამოცხადებულია 4-დღიანი სრული კარანტინი (23-26 აპრილი), ამ კვირაში სხვა დამატებითი რეისი ვერ განხორციელდება. მომავალი კვირიდან საელჩო განაახლებს მუშაობას, რათა მიიღოს შესაბამისი ნებართვა და საქართველოს მოქალაქეები გავამგზავროთ ანკარიდან, იზმირიდან და ანტალიიდან.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, თურქეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისათვის მუდმივ რეჟიმში მუშაობს სატელეფონო კონსულტაციის ხაზი:
 ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.