ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებს “სპარის” სასურსათო ვაუჩერები გადაეცათ

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას განაგრძობენ, რომლებიც  კორონავირუსის გავრცელების შედეგად, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 

ამჯერად, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო სასურსათო ქსელ „სპარის” ვაუჩერები პორტუგალიაშისაქართველოს 2 მოქალაქეს გადასცა, რომლებიც ქვეყანაში მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იმყოფებიან. საქართველოს საელჩოების მეშვეობით, ვაუჩერები გადაეცა ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრებ საქართველოს 13 მოქალაქესაც. .

აღნიშნული აქცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და “SPAR საქართველოს” თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ევროპის 20-მდე ქვეყანაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის SPAR-ის ქსელის სასურსათო ვაუჩერებით სარგებლობას ითვალისწინებს.

“SPAR საქართველოს” საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით, 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი გადაეცემა განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოში და ა.შ. ისინი აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე SPAR INTERNATIONAL -ის მაღაზიათა ქსელში ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.