#აჩუქეწიგნი – აქცია წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე წიგნის დღის აღსანიშნავად ახალი ინიციატივით გამოვიდა. 

“ხვალ წიგნის დღეს ვირტუალურად აღვნიშნავთ: ყველა თქვენგანი აქვეყნებს წიგნის გარეკანს, რომელსაც კარანტინის შემდეგ გააჩუქებს – #აჩუქეწიგნი დავასახელებ ლინდგრენის პრემიის კანდიდატებს და თემას „წიგნიერის“ მონაწილეებისთვის 12:00 საათისთვის TV პირველის პირდაპირ ეთერში და წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის facebook-გვერდზე. 18.30 – გაიმართება ჩემი ახალი წიგნის , ,,სხვა გურული დღიურები” ონლაინ-წარდგენა ,იგივე facebook-გვერდზე” – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად, 23 აპრილს აღინიშნება.

 

გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze-ს ფოტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.